თავში

რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება

რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება
რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება

რუსთავის კულტურის და დასვენების პარკში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. 

ღონისძიება, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ტბასთან გაიმართა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საზოგადოება ,,რუსთაველების“ დამფუძნებელი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მე-12 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა რუსთავისთვის, სრულიად საქართველოსთვის, ამ უმშვენიერეს ქალაქში საფუძველი ჩაეყარა რუსთაველ ნიჩბოსანთა ახალ კლუბს. ეს კლუბი შესაძლებლობას მისცემს, რუსთაველებს და რა მხოლოდ რუსთაველებს, რომ ასეთ ულამაზეს სპორტის სახეობას დაეუფლოს, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ საერთაშორისო ტურნირებსაც მოვაწყობთ და უცხოელ სპორტსმენებსაც ვუმასპინძლებთ“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ნიჩბოსნობის სკოლის დაარსების ინიციატორი საზოგადოება „რუსთაველებია“. მისი დამფუძნებლის ალექსანდრე დალაქიშვილის განცხადებით, ორ თვეში რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება და სპორტული ინფრასტურუქტურა მოეწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system