თავში

საფეხბურთო კლუბ "მარსელის" ყოფილ პრეზიდენტს სასტიკად სცემეს

საფეხბურთო კლუბ "მარსელის" ყოფილ პრეზიდენტს სასტიკად სცემეს
საფეხბურთო კლუბ მარსელის ყოფილ პრეზიდენტს სასტიკად სცემეს

საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ "მარსელის ოლიმპიკის" ყოფილ პრეზიდენტს, ყოფილ ევროპარლამენტარს, ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ბერნარ ტაპს სასტიკად სცემეს და გაძარცვეს. გარდა ამისა, დამნაშავეები მის მეუღლესაც დაესხნენ თავს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ბოროტმოქმედი ბერნარ ტაპის სახლში იმ დროს შეიჭრა, როდესაც ბიზნესმენსა და მის მეუღლეს ეძინათ. "მარსელის" ყოფილი პრეზიდენტის სახლი პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მარნიში მდებარეობს. 

მძარცველებმა ტაპი და მისი მეუღლე გაკოჭეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ, მათი სახლი გაძარცვეს და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. გაქრეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system