თავში

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა. 

ის მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

უახლოესი 4 წლის განმავლობაში უწყებას ტყემალაძე უხელმძღვანელებს.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე სოსო ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა.

სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 10 მარტს აირჩიეს. არჩევნები ხმაურის ფონზე წარიმართა.

თავდაპირველად, 30 დეკემბერს, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, ერთერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის წერილის საფუძველზე კი საჯარო რეესტრმა აბუსერიძე არ დაარეგისტრირა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცა. ~

რეესტრმა აბუსერიძის კანდიდატურა მეორედაც დაახარვეზა.

19 თებერვალს კი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system