თავში

ქართველი გულშემატკივრები ,,დინამო არენასთან" - PHOTO

ქართველი გულშემატკივრები ,,დინამო არენასთან" - PHOTO
ქართველი გულშემატკივრები ,,დინამო არენასთან  - PHOTO

"დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელარუსის ეროვნული ნაკრების მატჩს ქართველი გულშემატკივარი "დინამო არენასთან" დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებს თვალ-ყურს.

საქართველოში არსებული ეპიდემოლოგიური ვითარების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართველმა გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრები მარტო არ დატოვა.

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სტადიონზე შესვლისას ქართული სპორტის ქომაგები დახვდნენ და ფოიერვერკებითა და შეძახილებით გაამხნევეს.

ცნობისთვის, შეხვედრის პირველივე წუთებზე, საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრებს პირველი გოლი გაუტანა. საქართველოს ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის პენალტით დაწინაურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system