თავში

საქართველო არასოდეს ნებდება - ილიას ზუროსის ემოციური მიმართვა - - VIDEO

საქართველო არასოდეს ნებდება - ილიას ზუროსის ემოციური მიმართვა -
საქართველო არასოდეს ნებდება - ილიას ზუროსის ემოციური მიმართვა -  - VIDEO

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდის წევრებს ფინეთთან დამაჯერებელი გამარჯვების აღსანიშნავად მიმართა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

"თქვენ თამაშში გული ჩადეთ. იბრძოლეთ. აი, რა მინდა დავინახო, როდესაც მოედანზე ხართ. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ საქართველო მებრძოლი გუნდია და არასოდეს ნებდება.

თამაშისას იყო რთული სიტუაციები, თუმცა ეს ნორმალურია. ერთად ვარჯიშისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა. თუმცა, ჩვენ ვიბრძოლეთ და შევქმენით ისტორია. ფინეთში საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიგო. 

ჯგუფში სამ მატჩში სამჯერ გავიმარჯვეთ. ყველას დავანახეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ", - მიმართა მწვრთნელმა კალათბურთელებს. 

ევრობასკეტ 2022-ზე საქართველომ ფინეთს სძლია. მომდევნო შეხვედრას ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 30 ნოემბერს, შვეიცარიასთან გამართავს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system