თავში

საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო

საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო
საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო

საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი, რომელიც 14 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია „რაგბი ევროპას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ორგანიზაციამ მისი ეგიდით მიმდინარე ყველა ტურნირი და მატჩი, რომელიც 2020 წლის 13 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით უნდა გამართულიყო, შეაჩერა. ამ ეტაპზე, უცნობია, როდის განახლდება თამაშები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რაგბი-ევროპამ" გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო. 

ინფორმაციის მიხედვით, გადადებულია შემდეგი ტურნირები:

რაგბი ევროპის ჩემპიონატი როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის – ტურნირის ბოლო ტურის ჩათვლით, მთლიანობაში 12 თამაში;

22-28 მარტს პორტუგალიაში დაგეგმილი ოცწლამდელთა ტურნირი;

რუსეთში 12-18 მარტს დაგეგმილი თვრამეტწლამდელთა ტურნირი:

სერბეთსა და ჩეხეთში დაგეგმილი თვრამეტწლამდელთა ტურნირები.

ცნობისთვის, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system