თავში

საქართველო-ესპანეთის მატჩზე ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს

საქართველო-ესპანეთის მატჩზე ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს
საქართველო-ესპანეთის მატჩზე ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს

28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო და რაგბის მატჩებზე ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ბილეთის ყიდვისას მყიდველს ავტომატურად მიენიჭება გადაადგილების უფლება. 

„28 მარტს დაგეგმილი საერთაშორისო მატჩებს, რომლებიც გაიმართება რაგბსა და ფეხბურთში, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონზე დაესწრება გულშემატკივართა 30%. რაგბის მატჩი გაიმართება 3 საათზე, ფეხბურთის მატჩი დაგეგმილია 8 საათზე და მოხვდება შეზღუდვების პერიოდში. ამიტომ, ბილეთის ყიდვისას მყიდველს ავტომატურად მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system