თავში

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივარი დაესწრება
საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტს საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივართა 30%-ს დასწრება შეეძლება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე გულშემატკივარს დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, დასწრება შეეძლება. მათივე ინფორმაციით, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

ასევე, იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ვრცლად იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system