თავში

საქართველო ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს

საქართველო ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს
საქართველო ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს

საქართველო 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ფანჯარას უმასპინძლებს, რომელიც ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მომავალი მატჩები წარმოადგენს ევრობასკეტ 2022-სთვის შესარჩევ ეტაპს, რომლის განმავლობაშიც არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას.

საქართველოს, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს და მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფს დაუმარცხებლად, ერთპიროვნულად ლიდერობს.

„ბაბლის“ სისტემით, ოთხივე ეროვნული ნაკრები – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბება, ერთ სასტუმროში იცხოვრებს და გარეთ გასვლა აეკრძალება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისა და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ექნებათ.

აღნიშნული რეგულაციებით, საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა.

საქართველოს, რომელიც 2022 წელს ევრობასკეტს, ხოლო 2021 წლის ზაფხულში 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, საორგანიზაციო კუთხით კიდევ ერთი საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა და „ბაბლის” პრინციპით ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის თებერვლის ფანჯრის ყველა შეხვედრას უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system