თავში

საქართველო-რუსეთის შეხვედრას ფუტსალში მაყურებელი არ დაესწრება

საქართველო-რუსეთის შეხვედრას ფუტსალში მაყურებელი არ დაესწრება
საქართველო-რუსეთის შეხვედრას ფუტსალში მაყურებელი არ დაესწრება

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დღეს, 2 თებერვალს, თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში რუსეთს უმასპინძლებს. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანის, დავით მუჯირის ინფორმაციით, მატჩს მაყურებელი არ დაესწრება.

„საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2 თებერვალს თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში რუსეთს უმასპინძლებს. ეს წლის პირველი ოფიციალური თამაშია. პირველი მატჩი საფრანგეთთან გასვლაზე 4:4 დავასრულეთ, რაც ამ რთულ ჯგუფში საკმაოდ კარგი შედეგია. მეორეზე გასული, ფაქტობრივად, ევროპის ჩემპიონატზე გავა. სამწუხაროდ, ეს მატჩიც მაყურებლის გარეშე გაიმართება“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system