9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ბილეთები სრულად გაიყიდა. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
"მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
გელით 9 ოქტომბერს ბათუმის ახალ არენაზე", - წერს სფფ "ფეისბუქში".ცნობისთვის, 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლის 33%-ის დასწრება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მატჩზე დასწრების მსურველი ჩამოთვლილთაგან ერთ პირობას მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:
წარადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი;
24-საათიანი ვალიდურობის დამადასტურებელი ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი;
ან ბოლო 6 თვის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.