თავში

საქართველომ, შესაძლოა, ევროპის გოლფის ჩემპიონატს უმასპინძლოს

საქართველომ, შესაძლოა, ევროპის გოლფის ჩემპიონატს უმასპინძლოს
საქართველომ, შესაძლოა, ევროპის გოლფის ჩემპიონატს უმასპინძლოს

საქართველოს გოლფის ფედერაციამ და ‘Wine Land Golf Tours’-მა სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ 2020 წლის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

საქართველოს გოლფის ფედერაციამ ოფიციალურად გამოთქვა სურვილი უმასპინძლოს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის B დივიზიონს. თუ ამ უფლებას ქვეყანა მოიპოვებს, ევროპირველობა ‘Tbilisi Hills Golf Club’-ში ჩატარდება.

2020 წლის პროგრამის წარდგენისას  ‘Wine Land Golf Tours’-ის დამფუძნებელმა ზურაბ ბოქოლიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მთელი მომდევნო წლის განმავლობაში, საქართველოში გაიმართება 7 სამოყვარულო ტურნირი გოლფში.

პრეზენტაციაზე გააანალიზეს ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა. 

ცნობისთვის, წელს გოლფში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონს ვილნიუსმა უმასპინძლა. ჩემპიონატი ‘The V Golf Club Vilnius’-ში ჩატარდა და მასში ევროპის 13-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. ქართული გოლფის ისტორიაში პირველად, შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთო. ევროპირველობის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system