თავში

საქართველოს ჩემპიონი 15-წლამდე მორაგბეთა შორის "ლელო" გახდა

საქართველოს ჩემპიონი 15-წლამდე მორაგბეთა შორის "ლელო" გახდა
საქართველოს ჩემპიონი 15-წლამდე მორაგბეთა შორის ლელო გახდა

„ხვამლი არენაზე“  15-წლამდე მორაგბეთა შორის 12-კაცა რაგბში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა.

დასავლეთ საქართველოდან მონაწილეობას 5 გუნდი იღებდა: ქუთაისიდან ‘აია’ და ‘არესი’, აჭარიდან ‘ბათუმი’, სამეგრელოდან ‘ფოთი’ და ‘გურია’. 

აღმოსავლეთ საქართველოდან 11 გუნდი წარდგა: 8 თბილისური – ‘ლელო’, ‘ხვამლი’, ‘აკადემია’, ‘ლოკომოტივი’, ‘ყოჩები’, ‘ხულიგანა’, ‘არმაზი’ და ‘წიქარა’, რომელიც ტურნირში იმის გამო მოხვდა, რომ იმერეთის რეგიონიდან მხოლოდ ორი ქუთაისური გუნდი ჩამოვიდა. ქვემო ქართლის კვოტით ისარგებლა რუსთავის ‘ხარებმა’, კახეთი ‘ჭადარის’, ‘ვეფხვების’ და ‘სართიჭალას’ ნაკრებით გამოვიდა, ხოლო შიდა ქართლიდან ‘გორმა’ ითამაშა.

‘წიქარა’ ტურნირის მოულოდნელობად იქცა, მეოთხედფინალში ‘აკადემია’, ხოლო ნახევარფინალში ‘ხვამლი’ დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ‘ლელოსთან’ ვეღარაფერს გახდა და ჩემპიონმა 35:0 გაიმარჯვა.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ყველა გუნდს გადაეცა მონაწილის სიგელი, პირველ-მესამეადგილოსნებმა კი, შესაბამის სიგელებთან ერთად, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტებისგან თასებიც ჩაიბარეს. მათ ასევე დააჯილდოვეს ტურნირის საუკეთესო მელელოვე და საუკეთესო მოთამაშე – დემეტრე დურგლიშვილი (ლელო) და გიგა ყიფშიძე (ხვამლი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system