თავში

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - PHOTO

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - PHOTO
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - PHOTO

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. 

ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. გიორგი ასანიძის გუნდის წევრებმა 8 მედალი აიღეს, საიდანაც 3 ოქროს მედალი, ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის.

ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიგო. გარდა ამისა, ტალახაძე შეჯიბრის საუკეთესო ძალოსანიც გახდა და კოვიდპანდემიის გამო, 1 წლის დაგვიანებით, მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის ჯილდოც გადაეცა.

„თითოეულ გულშემატკივარს ვუხდი მადლობას, ქართულ დელეგაციას, ელჩს, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალური მობილიზება და მთავარი მიზანი გამარჯვება იყო. ნამდვილად არ ვგეგმავდი სასწაულ შედეგებს, მაგრამ როდესაც შევხედე, რომ გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ჩვენს ასპარეზობას, ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა არ დააყოვნა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაგვეუმჯობესებინა ის რეკორდები, რაც გვქონდა. რთული ნამდვილად არის, რადგან მაქსიმალურ წონაზე გვიწევს ასპარეზობა და ყველა სტრესი და ნერვიულობა ამ მომენტში გეხსნება, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კმაყოფილი ვარ იმით, რაც წელს შევძელი“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა 3 ვერცხლის მედლით იზეიმა, რევაზ დავითაძემ კი, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system