თავში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს – საზეიმო ღონისძიებები ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლეში დაიწყო, სადაც ამ თარიღის აღსანიშნავად მემორიალური დაფა გაიხსნა.

მთავარი ღონისძიებები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტში გაიმართა – საიუბილეო ღონისძიებებთან ერთად, ენციკლოპედიური გამოცემის, ოლიმპიური ოთხტომეულის პრეზენტაცია შედგა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ)1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში შეიქმნა. 

პირველ პრეზიდენტად აირჩიეს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად — ვიქტორ სანეევი, თენგიზ გაჩეჩილაძე და პაატა ნაცვლიშვილი, გენერალურ მდივნად — დავით კინწურაშილი. მათ გარდა სეოკ-ის აღმასკომის პირველ შემადგენლობაში შევიდნენ: ნოდარ გუგუშვილი, ვაჟა კაჭარავა, დავით კუპრეიშვილი, დავით სულაქველიძე, ივანე ყიფიანი, ავთანდილ ციბაძე, ნიკოლოზ ცხაკაია და ზურაბ წერეთელი.

ეს იყო პირველი ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლად არსებობა გამოაცხადა და საერთაშორისო ორგანიზაციაში დამოუკიდებლად გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system