თავში

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მოსკოვში „ევრო 2022“-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

გუნდი, საფრანგეთთან ისტორიული მატჩის მოგების შემდეგ, 10 აპრილს მოსკოვში გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, „ევრო 2022“-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ფინალური ეტაპის 16 მონაწილედან 9 უკვე ცნობილია – აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, ნიდერლანდები (მასპინძლები), რუსეთი, ხორვატია. საქართველო 8 შესარჩევ ჯგუფში მეორეადგილოსნებში პირველია, რომელმაც ეს უფლება მოიპოვა.

„ევრო 2022“-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 12 აპრილს თბილისის დროით 18:00 საათზე ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system