თავში

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი დაიწყო

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი დაიწყო
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი დაიწყო

ჭადრაკის სასახლეში ქალ მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. 78-ე ჩემპიონატი 9 ტურად ჩატარდება. მასში მონაწილეობას 10 მოჭადრაკე იღებს. 

ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი ლარია. ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის საგზურებს მიიღებენ, რომელიც ივლისში, რუმინეთში ჩატარდება.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატება უსურვა და სიმბოლურად პირველი სვლა გააკეთა საქაღთველოს მოქმედი ჩემპიონის, ნინო ბაციაშვილის და სოფიო გვეტაძის პარტიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system