თავში

საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონია
საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ონლაინ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონია, – ინფორმაციას სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ავრცელებს.

"13-14 ოქტომბერს, 31 ქვეყნის 43 მსჯავრდებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო მსჯავრდებულთა პირველ ონლაინ ჩემპიონატში. ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. 

ჩემპიონატი "ჭადრაკი მშვიდობისთვის" პროგრამის ნაწილია, რომელსაც საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა.

მასში მონაწილე 43 გუნდიდან ქალთა 5 და არასრულწლოვანთა 3 გუნდი იყო.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა სრულად დააფინანსა საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა შიდა ტურნირებისა და ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპები.

პრიზიორებისთვის, ფონდს დაწესებული აქვს სპეციალური ჯილდოები.

აღსანიშნავია, რომ ფონდის დაფინანსებით ჭადრაკის ინვენტარით აღიჭურვა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system