თავში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასისთვის ასპარეზობას გამოეთიშა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასისთვის ასპარეზობას გამოეთიშა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასისთვის ასპარეზობას გამოეთიშა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ავსტრალიის ნაკრებთან 19 ქულის სხვაობით დამარცხდა. წაგების მიუხედავად, თამაში თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოექს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ტიტულოვანი მეტოქის უპირატესობა მეორე ტაიმში უკვე შესამჩნევი გახდა. 

პირველი ტაიმის ანგარიში 10-7, მე-60 წუთამდე შენარჩუნდა, შემდეგ კი ავსტრალიელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს. საქართველოს ნაკრები ამან არ დააბნია და სანდრო თოდუამ ათ წუთში ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე დაამიწა, რითაც ანგარიში 17-8 გახდა.

თუმცა, ბოლო ათ წუთში ავსტრალიელებმა კიდევ ორჯერ აიღეს ჩვენი ჩათვლის მოედანი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 27-8.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა, ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და მომავალ მსოფლიო თასზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს.

ეს საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩი იყო იაპონიაში.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ავსტრალიის ნაკრებს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system