თავში

საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის შეხევდრებს გასვლაზე შვედებთან მატჩით დაიწყებს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცისი ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ყატარის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ციურხიში 8 დეკემბერს გაიმართა. დღეს კი ცნობილი გახდა მატჩების კალენდარი. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სულ რვა შეხვედრას ჩაატარებს.

ჩვენი გუნდი შესარჩევ რაუნდს 2021 წლის, 25 მარტს შვედეთთან მატჩით იწყებს და 2021 წლის, 11 ნოემბერს შვედეთთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს.

B ჯგუფის კალენდარი

25 მარტი

შვედეთი – საქართველო

28 მარტი

საქართველო – ესპანეთი

31 მარტი

საბერძნეთი – საქართველო

2 სექტემბერი

საქართველო – კოსოვო

5 სექტემბერი

ესპანეთი – საქართველო

9 ოქტომბერი

საქართველო – საბერძნეთი

12 ოქტომბერი

კოსოვო – საქართველო

11 ნოემბერი

საქართველო – შვედეთი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system