თავში

საქართველოს ნაკრებმა რაგბიში ესპანეთი 25:19 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა რაგბიში ესპანეთი 25:19 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა რაგბიში ესპანეთი 25:19 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა რაგბიში ესპანეთს სძლია. ბორჯღალოსნებმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 25:19 დაამარცხა. 

ევროპის მეორე ტურის მატჩის პირველ ნახევარში ბორჯღალოსნების მხრიდან ერთი ლელო გავიდა, რომელიც თორიკე ჯალაღონიამ დადო. ნახევრის დასასრულს ანგარიში 10-10 დაფიქსირდა. 

მეორე ნახევარში ორი ლელო გავიტანეთ, რომელიც აკა ტაბუცაძისა და ჯაბა ბრეგვაძის ანგარიშზე ჩაიწერა. 

მადრიდში გამართული შეხვედრის მოგებით "ბორჯღალოსნებმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარეს. 

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ 20 მარტს გამართავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system