თავში

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა მორიგი ლიცენზია მოიპოვა

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა მორიგი ლიცენზია მოიპოვა
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა მორიგი ლიცენზია მოიპოვა

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ერთი წევრი შეემატა. ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებში კარატეს სახეობაში ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში კარატეში წარმომადგენლობითი ტურნირი გაიმართა, პრემიერლიგა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებამდე ამ რანგის ბოლო შეჯიბრება იყო. ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ შესანიშნავად იასპარეზა და ტოკიო 2020-ის ლიცენზია მოიპოვა.

გოგიტა არქანიამ გამარჯვება ტუნისელ სლემერ ტიმანისთან მოიპოვა.

შესაბამისად, ტოკიო-2020-ის ქართველ ოლიმპიელთა საგზურები 15 სპორტსმენამდე გაიზარდა. ესენი არიან: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ.), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97 კგ.), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ.), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) და გოგიტა არქანია (კარატე).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system