თავში

საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში 100-მდე სარაგბო ბაზა აშენდება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში 100-მდე სარაგბო
საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში 100-მდე სარაგბო ბაზა აშენდება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში რაგბის 100-მდე ბაზა აშენდება. მან სპორტსმენებთან შეხვედრისას ქუთაისში განაცხადა, რომ სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 100 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო. 

"თითოეული ჩადებული ლარი კონვერტირდა რეალურ, ხელშესახებ შედეგში. ეს, რა თქმა უნდა, თქვენ დაიმსახურეთ, ჩვენო ძვირფასო, ჩვენო საამაყო სპორტსმენებო და ეს არის იმ სწორად განსაზღვრული, დაგეგმილი და სწორად განხორციელებული ინვესტიციების შედეგი. განვითარების გეგმა ითვალისწინებს ათეულობით ახალი სპორტული ლოკაციის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაახლოებით 100-მდე ბაზის მშენებლობას ყველა მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ ის ასეულობით, ათასობით გულანთებული ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ სპორტში და ჯანსაღ ცხოვრებას შევუწყოთ ხელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system