თავში

საქართველოს რაგბის კავშირი ბექა ბურდიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოსრაგბისავშირ ბექ ბურდიაშვილისგარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა
საქართველოს რაგბის კავშირი ბექა ბურდიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

27 წლის მორაგბე საფრანგეთში 2013 წლიდან თამაშობდა. ის ერთი წელი პრო დე2-ს ‘კარკასონის’ ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ფედერალ 1-ის ‘გროლეში’ გადავიდა და იქ 3 წელი გაატარა. 2017-2019 წლებში ბურდიაშვილი ასევე ფედერალ 1-ის ‘ლა სენის’ მოთამაშე იყო, მიმდინარე სეზონის წინ კი ‘გროლეს’ დაუბრუნდა.

შეგახსენებთ რომ  ქართველი მორაგბე გუშინ დილით დაიღუპა. ბექა ‘გროლესა’ და ‘ლავორის’ შეხვედრაზე მიდიოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა…

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი უსამძიმრებს ბექა ბურდიაშვილის ოჯახს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system