თავში

საქართველოს რაგბის კავშირი ლურჯი ბარათის შემოღებას გეგმავს

საქართველოს რაგბის კავშირი ლურჯი ბარათის შემოღებას გეგმავს
საქართველოს რაგბის კავშირი ლურჯი ბარათის შემოღებას გეგმავს

საქართველოს რაგბის კავშირმა სამსაჯო კომიტეტის და მეთვალყურის წესდების დანამატი და ლურჯი ბარათის პროექტი წარადგინა. ლურჯ ბარათს შეხვედრებში მსაჯები 4 მარტიდან გამოიყენებენ. აღნიშნული ბარათის გამოყენების უფლება მხოლოდ მთავარ მსაჯს ექნება. ლურჯი ბარათის ჩვენების შემთხვევაში მოთამაშე მოედანს თამაშის ბოლომდე დატოვებს. გუნდს კი მისი შეცვლა ნებისმიერ მორაგბით შეეძლება.

თამაშის შემდეგ, ლურჯი ბარათით დასჯილი მორაგბის სახელი ე.წ "ლურჯ დაფაზე" დაიწერება და მას იძულებითი დასვენება მოუწევს - 19 წლის და ქვედა ასაკის მორაგბეები 19 დღით, 19 წელს ზემოთ მყოფი მოთამაშეები კი 12 დღით დაისვენებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system