თავში

საქართველოს რაგბის კავშირმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია

საქართველოს რაგბის კავშირმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია
საქართველოს რაგბის კავშირმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია

საქართველოს რაგბის კავშირმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თორნიკე გოგებაშვილი აირჩია. აქამდე გოგებაშვილი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაცია კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

„20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა. გამგეობის წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი გორგასლიძის განცხადება კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ამავე სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩეული იქნა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი“. - წერია კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system