თავში

საქართველოში ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავს ჭადრაკის ტურნირი მიეძღვნება

საქართველოში ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავს ჭადრაკის ტურნირი მიეძღვნება
საქართველოში ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავს ჭადრაკის ტურნირი მიეძღვნება

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივითა და "SOCAR საქართველოს" მხარდაჭერით, გაიმართება ჭადრაკის ტურნირი მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის, რომელიც ეძღვნება აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის 98 წლის იუბილეს.

8-14 და 14-35 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ამ ტურნირში, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 2021 წლის 9 მაისამდე საელჩოს მისამართზე [email protected] წერილობით ან + 995-577 - 60-60-06.

ჰეიდარ ალიევის სახელობის ჭადრაკის ტურნირი დაიწყება 10 მაისს 10:00 საათიდან საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში (მისამართი: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, 4).

ტურნირის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პირველ სამ ადგილს დაიკავებენ ორ ასაკობრივ კატეგორიაში, დააჯილდოებენ საქართცველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლები თბილისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში.

ტურნირი ჩატარდება შვეიცარიის საჭადრაკო სისტემის წესების შესაბამისად (10 წუთი, დამატებების გარეშე).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system