თავში

"სანტოსი" მესის რეკორდს არ აღიარებს

"სანტოსი" მესის რეკორდს არ აღიარებს
სანტოსი მესის რეკორდს არ აღიარებს

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი "სანტოსი" ლაიონელ მესის მიერ დამყარებულ რეკორდს არ აღიარებს. 

"სანტოსის" პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც უარყო არგენტინელის მიერ პელეს რეკორდის დამხობა ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მესიმ "ბარსელონას“ მაისურით 644-ე გოლი გაიტანა და ამით პელეს შედეგი გააუმჯობესა, თუმცა "სანტოსის" მკვლევართა და ისტორიკოსთა ასოციაცია ასე არ თვლის. მათი თქმით, თუ ყველა მატჩს გავითვალისწინებთ, ბრაზილიელმა “სანტოსში” 1091 გოლი გაიტანა.

"ის 448 გოლი, რომელთა არჩათვლასაც დღეს ცდილობდენ, გატანილი იყო იმ სეზონებში ძირითადი კლუბების კარში. პელემ ცხრა გოლი გაუტანა „ამერიკასა“ (მექსიკა) და „კოლო კოლოს“ (ჩილე), აგრეთვე, რვა გოლი „ინტერს“ – ერთ-ერთ მთავარ ევროპულ კლუბს 60-იანი წლებიდან. სია დიდია: „რივერ პლეიტი“, „ბოკა ხუნიორსი“, „რასინგი“, „უნივერსიდად დე ჩილი“, „რეალი“, „იუვენტუსი“, „ლაციო“, „ნაპოლი“, „ბენფიკა“ და „ანდერლეხტი“. თავად „ბარსელონაც“ რომელშიც მესი თამაშობს, ასევე პელეს ერთ-ერთი მსხვერპლი იყო – ოთხი გოლი ოთხ მატჩში.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ამ 448 გოლიდან ბევრი ამხანაგურ მატჩებში გავიდა, აშკარად სუსტ რეგიონულ გუნდებთან. მაგრამ ეს მატჩები ტარდებოდა ოფიციალური ფორმით, ოფიციალური წესებით და ოფიციალურად რეგისტრირდებოდა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ამ კლუბებს ამხანაგური მატჩების ჩატარება მხოლოდ რეგიონული ან ეროვნული ფედერაციების თანხმობით შეეძლოთ. ეს ერთ-ერთი წესია, რომელიც ფიფას მიერ არის შემოღებული. სუბიექტური გარემოებები, მაგალითად, მეტოქის ძალა და შესაძლებლობები, იდეალური არ არის სტატისტიკის შესადგენად. „ეიბარის“კარში გოლი სტატისტიკურად ემთხვევა „ვალენსიას“ კარში გოლს. „ტრანსვაალის“ (სურინამი) კარში გოლს ისეთივე ღირებულება გააჩნია, როგორიც „რეალის” წინააღმდეგ გატანილ გოლს“, – წერია "სანტოსის“ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system