თავში

სექსუალური შევიწროება ქალთა ფეხბურთში - მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს

სექსუალური შევიწროება ქალთა ფეხბურთში - მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს
სექსუალური შევიწროება ქალთა ფეხბურთში - მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრები მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სპორტსმენებმა გუნდი დატოვეს და სასამართლოს მიმართეს.

სავარაუდო მსხვერპლების ადვოკატი აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.

"საქმე ეხება სექსუალურ შევიწროვებას და ამავდროულად, ეთნიკურობის საფუძველზე დისკრიმინაციას. გოგონათა კლუბში მსგავს ქმედებას განგრძობითი ხასიათი ჰქონდა. რამდენიმე ეპიზოდზეა საუბარი. მიმართავდა დამამცირებელი სექსუალური შინაარსის ტექსტებით, ხუმრობებით, ამავდროულად მოითხოვდა სექსუალური ხასიათის, დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთებას გოგონებისგან“, - აცხადებს ადვოკატი.

სარჩელი წარდგენილია. საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.

რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system