თავში

სერბმა ფრენბურთელმა რასისტული ჟესტისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო

​სერბმა ფრენბურთელმა რასისტული ჟესტისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო
სერბმა ფრენბურთელმა რასისტული ჟესტისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო
© odbojka-volleyball

სერბეთის ფრენბურთის ნაკრების წევრმა, სანია ჯურჯევიჩმა ორ მატჩზე რასისტული ჟესტის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო.

1 ივნისს ტაილანდის გუნდთან ერთა ლიგის ჯგუფური რაუნდის თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში, სპორტსმენმა სხვა სერბ სპორტსმენთან საუბრისას, ვიწრო თვალების სახით ჟესტი გააკეთა. გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო.

”FIVB მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას, სოლიდარობას და ერთიანობას ყველანაირი დისკრიმინაციული ქცევის წინააღმდეგ. FIVB გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას თავის ყველა ეროვნულ ფედერაციასთან, რათა ეს ღირებულებები მთელ საზოგადოებაში აისახოს”, - ნათქვამია ფედერაციის ვებ- გვერდზე განთავსებულ განცხადებებში.

23 წლის ფრენბურთელმა უკვე გამოტოვა თამაში ბელგიასთან და არ მიიღებს მონაწილეობას მატჩში კანადასთან.

მომხდარის გამო სერბეთის ფრენბურთის ფედერაცია 18,3 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

ეს თანხა დისკრიმინაციული ქცევის წინააღმდეგ საბრძოლველად ან მსოფლიო ფრენბურთის საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად იქნება მიმართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system