თავში

სერია A-ში კორონავირუსის გამო ზომები მიიღეს

სერია A-ში კორონავირუსის გამო ზომები მიიღეს
სერია A-ში კორონავირუსის გამო ზომები მიიღეს

იტალიის სპორტის მინისტრის, ვინჩენცო სპადაფორის განცხადებით, სერია ა-ს 26-ე ტურის, 6 მატჩი კორონავირუსის გამო ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება. აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მაყურებელთა გარეშე ჩატარდება ტურის ცენტრალური შეხვედრა, "იუვენტუსსა" და "ინტერს" შორის. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის პროვინცია უხანში დაფიქსირდა. მსოფლიოს მასშტაბით სულ 77 000 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 2 600 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 000 გამოჯანმრთელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system