თავში

შენგან ფეხბურთელი არ გამოვაო - კახა კალაძე

შენგან ფეხბურთელი არ გამოვაო - კახა კალაძე
შენგან ფეხბურთელი არ გამოვაო - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისი ბავშვობა და საფეხბურთო კარიერის დასაწყისი გაიხსენა. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მან ისაუბრა იმ წინააღმდეგობებზე, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი აწყდებოდა. აქვე ისაუბრა მამის როლზე და სურვილზე, გამხდარიყო ცნობილი ფეხბურთელი. 

"ფეხბურთით ვიძინებდი, ვიღვიძებდი.

მამა ფეხბურთს თამაშობდა სამტრედიის ლოკომოტივში და როდესაც ფეხბურთს თავი დაანება, გუნდში იყო დანიშნული ერთ-ერთი წამყვან თანამდებობაზე. მეც მიწევდა გუნდის ვარჯიშებზე მისვლა და იქიდან ალბათ ჩამესახა ეს სიყვარული და გენებიც ალბათ თავისას შვება. ჩემი ოცნება იყო გამოვსულიყავი ფეხბურთელი.

პარალელურად დავდიოდი ქართულ ცეკვაზე. სხვათა შორის, ახლაც კარგად გამომდის ქართული ცეკვა. ძალიან მიყვარს ქართული ცეკვა, მოლხენა. ერთადერთი, რაც არ გამომდის, არის სიმღერა, არადა ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა.

დავდიოდი ცეკვაზეც და დედას უნდოდა გამოვსულიყავი მოცეკვავე. შენ უნდა გამოხვიდე მოცეკვავეო.

მამა ამბობდა, რომ კახასგან კარგი ფეხბურთელი გამოვა.

მერე როცა წამოვიზარდე, ვიყავი გარდატეხის ასაკში, დაახლოებით 15-14 წლის. მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვა, და შევეშვა ამ საქმეს.

როდესაც ეს მითხრეს, ბავშვისთვის ძალიან დამთრგუნველი იყო ბავშვისთვის, როცა გეუბნებიან, რომ ფეხბურთელი არ დადგებოდა და შევეშვა ამ საქმიანობას.

გაბრაზება იყო ძირითადად და ვამბობდი. გაჩვენებთ, თუ არ გამოვა ჩემგან ფეხბურთელი.

წაგებას ვერ ვიტანდი. ყველაფერს ვაკეთებდი რომ არ წამეგო.

როდესაც ეს მითხრეს, მამამ მითხრა, გააგრძელე შენი საქმიანობა, თავი არ დაუხარო არაფერზე. წამომიყვანე თბილისში, თბილისის ბავშვთა დინამოში. დავიწყე ვარჯიში ერთ-ერთ მეორე ახალგაზრდულ შემადგენლობაში.

იქიდან დაიწყო ჩემი წარმატებები. თავდაუზოგავი ვარჯიში, ვარჯიში საათობით. წვიმაში, ქარში და რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. მოვხვდი ძირითად შემადგენლობაში. 16 წლის ვიყავი, როდესაც თბილისის დინამოში ვთამაშობდი. და უკვე თბილისის დინამოდან დაიწყო ჩემი წარმატების გზა. შემდეგ იყო კიევის დინამო, მანამდე ეროვნულ ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდას მომიწია თამაში და ერთ-ერთი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო იტალიის ნაკრებთან, როდესაც კახა ცხადაძემ, თამაშიდან 15 წუთი იყო გასული, ტრავმა მიიღო, დავით ყიფიანი იყო ეროვნული ნაკრების წევრი, როდესაც გამოიხედა სათადარიგო სკამზე და მითხრა, კახა გაემზადეო, სრული შოკი იყო ჩემთვის. იტალიის მსოფლიო დონის ვარსკვლავები თამაშობდნენ მაშინ.

გამოვედი, ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე ფრედ დავამთავრეთ ეს შეხვედრა 0-0, მორჩა და აქედან დაიწყო...", - თქვა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system