თავში

შოთა არველაძის გუნდი უზბეკეთის ჩემპიონი გახდა

შოთა არველაძის გუნდი უზბეკეთის ჩემპიონი გახდა
შოთა არველაძის გუნდი უზბეკეთის ჩემპიონი გახდა

შოთა არველაძის გუნდი, ტაშკენტის "ფახთაქორი" უზბეკეთის 2020 წლის ჩემპიონი გახდა. 

გუნდმა ტიტული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა, რადგან ტაშკენტელთა ერთადერთი კონკურენტი „ნასაფ ქარში“ დღეს სტუმრად „სოგდიანასთან“ 1:3 დამარცხდა და "ფახთაქორი" მისთვის მიუწვდომელი გახდა.

არველაძემ ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონის ტიტული. ქართველი მწვრთნელი ტაშკენტის კლუბში 2017 წლიდან მუშაობს და გასულ სეზონში შოთას ხელმძღვანელობით, უზბეკეთის ჩემპიონობასთან ერთად, თასიც და ლიგის თასიც მოიგო.

არველაძეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე აკავშირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system