თავში

შოთა არველაძე მიმართვას ავრცელებს

შოთა არველაძე მიმართვას ავრცელებს
შოთა არველაძე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ტაშკენტის "ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველ ფეხბურთელებს მიმართავს.

,,ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით. ბელარუსის დამარცხება იქნება თითოეული იმ ფეხბურთელის, მწვრთნელის და თანამშრომლის გამარჯვება, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ნაკრებში თამაშობდა და მუშაობდა. თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, გააკეთოთ ყველას გასაკეთებელი და გვაჩუქოთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება. უკეთესი გუნდი ვართ და ყველას უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. წარმატებები საქართველო!", - წერს შოთა არველაძე.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის "დინამო არენაზე" ერთმანეთს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდება.

მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system