თავში

შოთას "კაისერისპორის" ჩაბარება შესთავაზეს

შოთას "კაისერისპორის" ჩაბარება შესთავაზეს
შოთას კაისერისპორის ჩაბარება შესთავაზეს

სუპერლიგის კლუბი „კაისერისპორის“ მთავარი მწვრთნელის, სამეტ აიბაბას გაშვების შემდეგ, მის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს, ერთი მათგანი კი შოთა არველაძეა, – ინფორმაციას თურქული გამოცემა „საბაჰი“ ავრცელებს.

წერილში სათაურით „შოთა ბრუნდება თურქეთში?“ საუბარია „კაისერისპორის“ დირექტორთა საბჭოს სურვილზე და ქართველი სპეციალისტის კონკურენტზე.

„სამეტ აიბაბას გაშვების შემდეგ, „კაისერისპორის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდი უცხოელ მწვრთნელს მიანდოს. დირექტორთა საბჭომ უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა გადაწყვიტა. განხილულ კანდიდატებს შორის არის შოთა არველაძეც, რომელიც ადრე იყო „კაისერისპორის“ მწვრთნელი“, – წერს გამოცემა.

შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო „ალკმაარის“ მწვრთნელის თანაშემწედ, მუშაობდა „კაისერისპორში“, „ქასიმფაშაში“, „ტრაპიზონსპორში“, თელ ავივის „მაკაბსა“ და ტაშკენტის „პახტაკორში“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system