თავში

შუხუთში ლელობურთი არც წელს უთამაშიათ

შუხუთში ლელობურთი არც წელს უთამაშიათ
შუხუთში ლელობურთი არც წელს უთამაშიათ

სოფელ შუხუთში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული შეჯიბრი ლელობურთი წელს არ გამართულა. თუმცა 16 კილოგრამიანი ბურთი ადგილობრივებმა მაინც შეკრეს და, ტრადიციისამებრ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს. 

რაგბის ქართული წინამორბედი ლელობურთი ერთ-ერთი უძველესი თამაშია. მისი ტრადიცია გურიაშია შემორჩენილი. ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იკრიბება თამაშში მონაწილეობის მისაღებად და საყრებლად. 

ბურთი სპეციალურად უხეში ტყავისგან მზადდება, იტენება ბალახით, ნახერხითა და ქვიშით. ამის შემდეგ შუხუთელებს ბურთი გადაგდება-გადმოგდებით ჯერ ეკლესიაში მიაქვთ, შემდეგ კი იწყება თამაში სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები ეჯიბრებიან. 

მოთამაშეემის ამოცანა ბურთის თავიანთ მხარეს გადატანაა, რაც გამარჯვებას ნიშნავს. 

შუხუთელები ამბობენ, რომ ლელობურთი მათი სოფლის სიმბოლოა, შუხუთი და ლელო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. გადმოცემის თანახმად თითქმის სამი საუკუნეა ლელობურთს თამაშობენ. 

ფოტო: პირველი არხი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system