თავში

სიტყვები არ მყოფნის, შოკში ვარ - ლაშა ბექაური

სიტყვები არ მყოფნის, შოკში ვარ - ლაშა ბექაური
სიტყვები არ მყოფნის, შოკში ვარ - ლაშა ბექაური

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური საქართველოშია . როგორც სპორტსმენმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, გამარჯვებას საკუთარ ერს უძღვნის. 

"ეს გამარჯვება ჩემ ერს მივუძღვენი და დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამდენი ხალხის გახარების მიზეზი გავხდი, სიტყვები არ მყოფნის, შოკში ვარ. მიყვარხართ ყველა“, - განაცხადა ბექაურმა.

ძიუდოისტთა ნაკრები საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მათ აეროპორტში გულშემატკივრები ტაშით და ოვაციით დახვდნენ

აეროპორტში იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system