თავში

სკანდალი ჩემპიონთა ლიგაზე

სკანდალი ჩემპიონთა ლიგაზე
სკანდალი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაშაქშეჰირს“ შორის პირველ ტაიმში შეწყდა.

თამაშის მე-14 წუთზე მთავარმა არბიტრმა ოვიდიუ ჰაჩეგანმა სათადარიგოთა სკამიდან გააძევა თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი პიერ ვებო. მაგრამ ამ უკანასკნელმა იქვე შეხვედრის მეოთხე არბიტრს სებასტიან კოლტესკუს მიმართა და ის რასისტულ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

ამან სკანდალი გამოიწვია, რომელშიც ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთნენ. ყველაზე მეტად აქტიურობდნენ „ბაშაქშეჰირის“ მხრიდან დემბა ბა და „პარი სენ-ჟერმენის“ მხრიდან – კილიან მბაპე და ნეიმარი.

რამდენიმე წუთი მოლაპარაკებების შემდეგ, „ბაშაქშეჰირის“ ფეხბურთელებმა მინდორი დატოვეს. მათ მიჰყვნენ პარიზელები.

თამაში 0:0-ზე შეწყდა და აღარ განახლებულა. უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრა დღეს, 9 დეკემბერს გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system