თავში

სოსო ფრუიძე თბილისის "ლოკომოტივიდან" წავიდა

სოსო ფრუიძე თბილისის "ლოკომოტივიდან" წავიდა
სოსო ფრუიძე თბილისის ლოკომოტივიდან წავიდა

გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ, თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს. 

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სოსო ფრუიძემ „ლოკომოტივი“ დატოვა. კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ სოსოს გაწეული სამუშაოსთვის და ჩვენთან გატარებული სამთვიანი პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში“ – წერია „ლოკომოტივის“ განცახდებაში.

სოსო ფრუიძე დედაქალაქური გუნდის მწვრთნელი 30 მარტს გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system