ტატო გრიგალაშვილი მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად დაასახელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ძიოუდოს ფედერაცია ავრცელებს.
,,ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად დაასახელა. ქალთა შორის საუკეთესო ფრანგი რომან დიკო გახდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ტატო გრიგალაშვილმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში, მასტერსის ტურნირზე გუშინ, 12 იანვარს, ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქრო მოუტანა.