თავში

თბილისი ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს

თბილისი ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს
თბილისი ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს

თბილისში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გრანდ სლემი გაიმართება. 26-28 მარტს დაგეგმილი სეჯიბრის შესხებ ინფორმაცია "პირველმა არხმა" გაავრცელა. მათთან ინტერვიუში, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა თქვა, რომ ამ დროისთვის ტურნირში მონაწილეობის სურვილი 85 ქვეყნის 540-მა სპორტსმენმა გამოთქვა. 

მისივე თქმით, ღონისძიება სპეციალური რეკომენდაციების დაცვით გაიმართება. მაყურებლებსა და სპორტსმენებს შორის კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების შეხვედრებზე დასწრება აკრძალული იქნება. 

პანდემიური პირობების გათვალისწინებით, ქომაგების რაოდენობაც შეზღუდულია. დიდი სლემის შეხვედრებზე დასწრებას 1000-მდე ადამიანი შეძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system