თავში

თბილისის "დინამო" განცხადებას ავრცელებს

თბილისის "დინამო" განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" წარმომადგენლები კლუბის ოფიციალურ გვერდზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებენ. 

"დინამოს" წარმომადგენლები გულშემატკივარს ბოდიშს უხდიან ფარერებთან განცდილი წაგების შემდეგ. ისინი ასევე კლუბის მენეჯმენტისა და მფლობელის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობენ: 

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვიცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია " - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" ფარერის კუნძულებზე "კლასვიკთან" დიდი ანგარიშით 6-1 დამარცხდა და ევროტურნირს გამოეთიშა.

ცნობისთვის, ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად, დედაქალაქი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კლუბის მფლობელი, რომან ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია. მან განცდილი მარცხის გამო ფეხბურთელებიც გააკრიტიკა და ფარერებთან წაგებას სამარცხვინო უწოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system