თავში

თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში მაყურებლის გარეშე ჩაივლის

​თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში მაყურებლის გარეშე ჩაივლის
თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში მაყურებლის გარეშე ჩაივლის

26-28 მარტს თბილისის ოლიმპიური სასახლეში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს დედაქალაქში 86 ქვეყნის 539 ძიუდოისტი იასპარეზებს, რომელთა შორის ჩვენი ქვეყნის სახელით 36 სპორტსმენი წარდგება.

თბილისის გრანდ სლემი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად ჩატარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე მაყურებლების დასწრება დაშვებული იყო, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილება შეიცვალა და ტურნირი მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

"მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული, მიღებულ იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დასწრების შესახებ. სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

PS: უკვე შეძენილი ბილეთების თანხა გულშემატკივრებს ეტაპობრივად უკან დაუბრუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system