თავში

თბილისის "ლოკომოტივს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

თბილისის "ლოკომოტივს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

თბილისის "ლოკომოტივს" გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის. ამის შესახებ "რკინიგზული" კლუბის საიტი წერს.

გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა სამწელიწადნახევრიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.

ახალი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. დღეს კი ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. ჭიაბრიშვილის დებიუტი 9 ივლისს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ შედგება. 

შეგახსენებთ რომ აღნიშნულ თანამდებობაზე, გიორგი ჭიაბრიშვილმა სოსო ფრუიძე ჩაანაცვლა, რომელმაც დედაქალაქური გუნდი ურთიერთშეთანხსმების საფუძველზე დატოვა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system