თავში

თბილისში კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

თბილისში კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
თბილისში კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

 ლეგენდარული ქართველი კომენტატორისა და მსახიობის, კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

ტურნირში მთავარი პრიზისთვის 7 ქვეყნის ჟურნალისტთა ნაკრები იბრძოდა. საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობდნენ  საქართველოს, აზერბაიჯანის, ლიეტუვის, სომხეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და მოლდოვას სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრების გუნდები. 

საერთაშორისო მედია-თასის ტურნირი ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილის, ელნურ აშრაფოღლუს გახსენებით დაიწყო, რომელიც ცოტა ხნის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა. 

ელნურ აშრაფოღლუს სახელობის სპეციალური პრიზი აზერბაიჯანის სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელმა, დამსახურებულმა ჟურნალისტმა გაბილ მეხტიევმა ყაზახეთის ნაკრების წევრს ადილბეკ ჟაკანოვს გადასცა.

ტურნირის გამარჯვებული მოლდოვის გუნდი გახდა.

კოტე მახარაძის მედია-თასის ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაა, რომლის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system