თავში

თეა წულუკიანმა "ბაკურიანი 2023-ის" საორგანიზაციო საკითხები განიხილა

თეა წულუკიანმა "ბაკურიანი 2023-ის" საორგანიზაციო საკითხები განიხილა
თეა წულუკიანმა ბაკურიანი 2023-ის საორგანიზაციო საკითხები განიხილა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი თეა წულუკიანი, მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. 

უწყების ცნობით, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კოსტავასთან და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი 2023 წელს ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი იყო. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი, გარდა იმისა, რომ დაგვეხმარება ზამთრის სახეობების განვითარებაში, ის გახდება დამატებითი შემოსავლის წყარო ქვეყნისთვის, ამასთან გაზრდის ბაკურიანის ცნობადობის დონეს, რაც მომდევნო წლებში ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდას, ასევე გააჩენს ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობისათვის.

მინისტრის განცხადებით, ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემიონატის მზადების პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენების სათანადო მომზადება, რათა ქართველი მოთხილამურეები 2023 წელს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ და ბაკურიანში ღირსეულად იასპარეზონ.

შეხვედრის ბოლოს ფედერაციის პრეზიდენტმა მინისტრს და მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების მაქსიმალური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველო შეძლებს ჩაატაროს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საერთაშორისო ფედერაციისგან და ბაკურიანში ჩამოსული სტუმრებისგან, როგორც სპორტული, ასევე საორგანიზაციო თვალსაზრისით უმაღლეს შეფასებას მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system