თავში

თეა წულუკიანმა გიგა ჭიკაძეს UFC-ში მიღწეული წარმატება მიულოცა

თეა წულუკიანმა გიგა ჭიკაძეს UFC-ში მიღწეული წარმატება მიულოცა
თეა წულუკიანმა გიგა ჭიკაძეს UFC-ში მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმაგიგა ჭიკაძეს UFC-ში მიღწეული წარმატება მიულოცა. შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი სამინისტროში პირადად იმყოფებოდა, სადაც მინისტრს სპორტის ამ სახეობაში არსებული ვითარება გააცნო. 

შეგახსენებთ, გიგა ჭიკაძე კიკბოქსინგში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლია, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) ქამრისთვის. კარიერაში ჩატარებული 44 შეხვედრიდან მოგებული აქვს 38 შეხვედრა (22 ნოკაუტით). იგი ასევე, გახლავთ ევროპის ჩემპიონი ტაილანდურ კრივში და ორგზის ევროპის და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი კარატეში.

გიგა ჭიკაძემ, 29 აგვისტოს UFC-ში მეშვიდე ბრძოლა გამართა, სადაც ბრაზილიელ ედსონ ბარბოზას დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system