თავში

თეიმურაზ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონია

თეიმურაზ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონია
თეიმურაზ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონია

თეიმურაზ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სკოპიეში მიმდინარე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში თეიმურაზ ვანიშვილმა სომეხი რაზმიკ პაპიკიანი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

"თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ) სომეხი პაპიკიანი 6:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, ვლადიმერ გამყრელიძემ (74 კგ) აზერბაიჯანელ აშიროვს 3:1 მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system