თავში

თელ-ავივის დიდი სლემის ფინალში 2 ქართველი იჭიდავებს

თელ-ავივის დიდი სლემის ფინალში 2 ქართველი იჭიდავებს
თელ-ავივის დიდი სლემის ფინალში 2 ქართველი იჭიდავებს

თელ-ავივის ძიუდოს დიდი სლემის ტურნირზე ქართველები წარმატებით ასპარეზობენ. 

ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე ერთი ვერცხლის (თემურ ნოზაძე) და ორი ბრინჯაოს (ნუგზარ ტატალაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი) მედალია. 

სამწუხაროდ, ოქროს მედალი ქართველ ფალავანებს ჯერ არ მოუპოვებათ, თუმცა ფინალში 2 სპორტსმენი იჭიდავებს. ესენია გელა ზაალიშვილი, რომელიც რუს თამერლან ბაშაევს შეხვდება და ლაშა ბექაური, რომელიც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში გელა ზაალიშვილი ქართველ, გურამ თუშიშვილს შეებრძოლა და მისი დამარცხება შეძლო. თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ალექსანდრ ბახავიაკს ეჭიდავება.

90 კილოგრამში მე-3 ადგილისთვის ბექა ღვინიაშვილიც იჭიდავებს, რომელმაც დამამშვიდებელი შეხვედრა სუფთა გდებით მოიგო. 

100 კილოგრამში ებრაელ პეტერ პალჩიკთან ონისე სანებლიძე იპონით დამარცხდა და ისიც მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. ბრინჯაოსთვის ბრძოლა მას თანამემამულე, ილია სულამანიძეთან მოუწევს. 

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system