თავში

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა
ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა

ქართველი მაეგაშირა, ლევან გოგრგაძე, იგივე ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს ოკინოუმის დაუპირისპირდა და ჩვეულ სტილში, იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, თუმცა მეტოქე  თავს კარგად იცავდა. მიუხედავად ამისა,  ქართველი გოლიათის მიწოლას ვეღარ გაუძლო და ამგვარად, ლევანმა ტურნირზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა.

ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს, ლევან გორგაძეს 3 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას ის ხვალ, ტობიძუროს წინააღმდეგ გამართავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system